გორულა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორულა.

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. იზრდება ინტენსიურად, უხვმოსავლიანია. ყლორტების 75–84% იძლევა ნაყოფს. 1 ჰა -ზე საშ. 100 -ზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანი, ხორციანი და ნაკლებწვნიანია. მწიფდება შუა ოქტ-ში. შაქრიანობა 18–19%, მჟავიანობა – 5–6‰-მდე. გ. ტრანსპორტაბელური, შენახვისუნარიანი და მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. გავრცელებულია მცხეთის, ახალგორის, კასპის, გორის მუნიციპალიტეტებსა და თბილისის გარეუბნებში. გ. რამიშვილი.