გორული საადრეო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორული საადრეო.

ქართული ატმის ჯიში. გამოყვანილია გორის მეხილეობა- მებოსტნეობის სასელექციო- საცდელ სადგურში (1939–52). აქვს მსხვილი, მომრგვალო ნაყოფი; მოყვითალო-მოთეთრო, წითლად შეფერილი კანი; თეთრი, ნაზი, არომატული რბილობი; სახრავია. მწიფდება აგვ. დასაწყისში. გავრცელებულია გორის, გარდაბნისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. ე. ერისთავი.