გორხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სპარს. – საფლავის სახლი), მაჰმადიანური სასაფლაო თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. ადგილმდებარეობას მიანიშნებს 1748 აბდულა-ბეგის წინააღმდეგ თბილისთან მეფე ერეკლე II-ის მიერ გამართული ერთ-ერთი ბრძოლის ამსახველი მასალა: "აბდულა- ბეგ წავიდა განჯას... ხუთი ათასი კაცი წამოასხა, ყიზილ- ბაშის ჯარი და მოადგა ქალაქს ტფილისს. ტფილისიდან ქუვეითი ჯარი გავიდა. გორხანის თავზედ ... ტფილის ჯარმან გაიმარჯუა". ეს მოხდა 1748 წელს, "ბზობის პარასკევი დღე იყო" (ქრონიკები, III, გვ. 619). აღნიშნული ამბავი პ. ორბელიანსაც აქვს მოთხრობილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მეფე ერეკლე "გაბრძანდა ქალაქით ომად... ავიდნენ ესენი თაბორისაკენ" (ქრონიკებში – "გორხანის თავზედ", სწორედ იქ, სადაც თაბორია). თ. ბერიძე .