გოსტენინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. გოსტენინა.
ე. გ ო ს ტ ე ნ ი ნ ა. მარია, პ. ჩაიკოვსკის ოპერა "მაზეპა".

ელისაბედ ანდრიას ასული [4 (17). VIII. 1904, თბილისი, – 13. IX. 1988, იქვე], მომღერალი (სოპრანო) და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1947). 1929 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ლ. მიხალსკაიას კლასი). 1929– 59 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1962-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელში. ხანგრძლივი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე შეასრულა სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მ. შ.: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ტატიანა, ლიზა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), აიდა, ვიოლეტა (ჯ. ვერდის "აიდა", "ტრავიატა"), ტოსკა (ჯ. პუჩინის "ტოსკა") და სხვ. გ-ს ჰქონდა ძლიერი ხმა, მისი შესრულების მანერა გამოირჩეოდა სავსე ხმოვანებითა და ინტონირების სიფაქიზით, მაღალი ვოკალურსცენური ოსტატობით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მ. გედევანიშვილი .