გოსტიბის სამაროვნები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
B 9.jpg
15.jpg
B 16.jpg
B 8.jpg

ძვ. წ. I ათასწლეულის ორი სამაროვანი კასპის მუნიციპალიტეტში, მდ. თეძმის მარჯვ. შენაკადის გოსტიბისწყლის ხეობაში. შეისწავლეს 1948 (ტ. ჩუბინიშვილი ). I სამაროვანზე აღმოჩნდა ქვაყრილით გადახურული ორმოსამარხები, რებშიც კიდურებმოკეცილი მიცვალებულები ესვენა. სამარხებში იყო რუხად და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (დოქები, ქოთნები, კოჭბები, ჯამები), ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი, მთლიანად სხმული, ე. წ. კახური ტიპის სატევარი და კოლხური ცული. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. X–VIII სს-ით და შეესაბამება სამთავროს სამაროვნის II ფენის ორმოსამარხებს. აღმოჩენილი ნივთები ცხადყოფს, რომ კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა გავრცელებული იყო შიდა ქართლის სამხრ. რ-ნებშიც. II სამაროვანზე (I-იდან 1,5 კმ ) ადრინდ. ანტ. ხანისათვის დამახასიათებელ მოკლე ქვაყუთებში აღმოჩნდა შავად გამომწვარი თიხის გეომ. სახეებით შემკული ხელადა და ჯამი, ვერცხლის რგოლი, ბრინჯაოს სამაჯური, ბეჭედი, საწვივე რკალები, საკინძი და ღილები. ლითონის ნივთები ტიპურია ძვ. წ. VI–IV სს-თვის. კერამიკა აგრძელებს გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის კერამიკის ტრადიციებს, მაშინ როცა ამავე ხანის ქვემო ქართლის სამაროვნებში (ბეშთაშენი) ახ. ტიპის წითლად გამომწვარი კერამიკა ვრცელდება.

ლიტ .: ჩ უ ბ ი ნ ი შ ვ ი ლ ი ტ., გოსტიბეს ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, « ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16B. ი. გაგოშიძე.







გოსტიბის სამაროვნები.


1 – ოქროს ბეჭედი;

2 – ვერცხლის სამაჯური;

3 – ოქროს საყურე;

4 – ვერცხლის ილალი.

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.