გოტიე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. Galterius), XII ს. მოღვაწე, ჯვაროსნული ომების მონაწილე. ანტიოქიის სამთავროს კანცლერი. ავტორი ქრონიკისა "ანტიოქიის ომები" (Bella Antiochena), რ-შიც გადმოცემულია ანტიოქიის სამთავროს ისტორია 1119–26. გ. საინტერესოდ მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა გამარჯვებას დიდგორის ბრძოლაში 1121 . მხოლოდ მის თხზულებაშია შემონახული იმ მოწოდების ტექსტი, რ-ითაც დავით IV-მ ბრძოლის დაწყების წინ მიმართა თავის მოლაშქრეებს.

ლიტ .: ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ზ., ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი), პარიზი, 1929 (თბ., 1989); მ ე ს ხ ი ა შ., ძლევაQ საკვირველი, თბ., 1972. შ. ბადრიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გოტიე&oldid=875-დან“