გოუბარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Gobar)ეშ (დ. 1930, ფოთი), ამერიკელი ფილოსოფოსი. ტრანსილვანიის უნ-ტის (ლექსინგტონი, კენტუკის შტ.) ემერიტუსი, საქართვ. ფილოსოფიურ მეცნ. აკად ნამდვილი წევრი, წარმოშობით ქართველი. 8 წლისამ მშობლებთან ერთად დატოვა სამშობლო. თავდაპირველად გაემგზავრა ევროპაში (ბულგარეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია), შემდეგ . ამერიკაში, სადაც მიიღო ფილოს. განათლება, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1959, უისკონსინის უნ-ტი) და გამოაქვეყნა გამოკვლევები მეცნიერების ფილოსოფიისა და სიცოცხლის ფილოსოფიის დარგში. თანამშრომლობს ევრ. და ამერ. წამყვან ფილოს. ჟურნალებთან. ჟენევაში სამეცნ. მივლინებით ყოფნისას (1959. 61) დაუახლოვდა გამოჩენილ შვეიცარიელ ფსიქოლოგს . ჟ. პიაჟეს. შეიმუშავა ორიგინ. ფილოს. თეორია "დიალექტიკური რეალიზმის" სახელწოდებით, რ-იც ვრცლად წარმოდგენილია მის მონოგრაფიაში "ფილოსოფია როგორც უმაღლესი განმანათლებლობა" (1994). გ. ავტორია მრავალი სამეცნ. გამოკვლევისა, მ. შ. ქართ. ფილოსოფიის შესახებ; ახლო ურთიერთობა აქვს ქართვ. კოლეგებთან (ს. შ. ავალიანი , გ. თევზაძე ). გ-ის სტატიები სისტემატურად იბეჭდება საქართვ. ფილოსოფიურ მეცნ. აკადემიის ყოველწლიურ გამოცემაში "ფილოსოფიური ძიებანი". გ. 1992 მოწვევით იმყოფებოდა თბილისში, წაიკითხა ლექციები თსუ-ში.

თხზ .: Philosophic Foundations of Genetic Psychology and Gestalt Psychology, The Hague, 1968; Contemporary Philosophy in Soviet Georgia, «Studies in Soviet Thought», 1978, №18; Bibliography of Georgian Philosophy ( 1946─1976), «Institute of East Europian Studies», 1978, vol. 18, №13; Letter to the Institute of Phylosophy of the Academy of Sciences of the Georgian SSR, «Studies in Soviet Thought», 1982, №24; Studia Geоrgica, იქვე, 1983, №25; Philosophy as Higher Enlightenment, N. Y., 1994; ხელახალი შეხვედრა მეცნიერების ფილოსოფიასთან: დიალექტიკური რეალიზმი, მაცნე. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1993, #2; ჩემი ფილოსოფიური მოგზაურობის გზანიშნულები (ბიბლ. ინგლ. და ქართ. ენებზე), იხ. ფილოსოფიური ძიებანი , კრ. XI, თბ., 2007.

ლიტ .: ღია წერილი პროფ. ე. გოუბარს, მაცნე. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1979, #2. ს. ავალიანი.