გოქსაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლ. გოქსაძე.

ლილი სერგოს ასული (დ. 3. I. 1935, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის ინგლისური ენის განყ-ბა (1957). 1957–59 მუშაობდა თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტში ინგლისური ენის მასწავლებლად, 1962– 2009 – თსუ-ის ინგლისური ფილოლ. კათედრაზე. 2006- იდან ამავე უნ-ტის ინგლისური ფილოლ. მიმართულების სრული პროფესორია. 2009 მიენიჭა პროფესორ-ემერიტუსის სტატუსი. გ-მ შეისწავლა კატენატიური მიმართებები და ზმნის უპირო ფორმებთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე ინგლისურში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია, 13 სახელმძღვანელო და მონოგრაფია – "ქართულ-ინგლისური ყოფითი თავისებურებები (თავაზიანობის ნორმები)" (1997). გ. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002). "თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის უმაღლესი კურსის" ოთხტომეულის გამოცემისათვის დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2009).







გოქსაძე

რობერტ შალვას ძე (დ. 8. III. 1931, ბაღდათი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1972), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). 1953 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1957–64 მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნ.- კვლ. ინტში ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირების განყ-ბის გამგედ. 1964–75 იმავე განყ-ბას ხელმძღვანელობდა თბილისის მეტროლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში. 1975–90 იყო მიკროელექტრონიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში "მიონი" მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე. პარალელურად, ლექციებს კითხულობს საქართვ. ტექ. უნტში უმაღლესი მათემატიკისა და მიკროელექტრონიკის კათედრებზე. 1997-იდან უფრ. მეცნ. თანამშრომელია მართვის სისტემების ინ-ტში. გ-ის კვლევის მიმართულებაა ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და ზოგადი ფარდობითობის თეორიის საკითხები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: Скалярные поля в анизотропных неоднородных средах, Тб., 2009 (თანაავტ.: А. А. Нергадзе, Р. И. Чиковани