გოშაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გივი გიორგის ძე (1. VI. 1928, სოფ. კვაშხიეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 5. I. 2004, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1973), საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვ. წევრი (1996), საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1982). თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დამთავრების (1952) შემდეგ მუშაობდა გამომც. "საბჭოთა საქართველოს" სამრეწვ.-ტექ. ლიტ-რის რედაქციის გამგედ (1957–60), იყო საქართვ. სას.-სამეურნეო ინ-ტის პოლიტეკონ. კათედრის დოცენტი (1960–67), კათედრის გამგე (1980–92), თსუ-ის პოლიტეკონ. კათედრის დოცენტი (1967–73), პროფესორი (1973–80), ეკონ. თეორიის კათედრის პროფესორი (1992–2004). მისი სამეცნ. შრომები ეხება ეკონომიკური თეორიისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეკონომიკის საკითხებს. დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლითა (1976) და ღირსების ორდენით (1998). ჯ. კახნიაშვილი.



გოშაძე

ლერი პავლეს ძე (დ. 11. XII. 1935, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2005). 1962 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკულტეტი (სპეციალობით – არქიტექტურა). 1960–63 მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტი", 1963–67 – საკავშირო საპროექტო ინ-ტის "სოიუზკურორტპროექტის" საქართვ. ფილიალში არქიტ. ჯგუფის ხელმძღვანელად; 1967–98 – კვლავ "საქქალაქმშენსახპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად, 1999-იდან 2005-მდე – შპს "თბილქალაქპროექტის“ ქალაქგეგმარების სამმართველოში ჯგუფის ხელმძღვანელად. 2005 იყო საქართვ. ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო პროექტების სახელმწ. ექსპერტიზის სამმართველოს განყბის გამგე. ძირითადი ნამუშევრები: რუსთავის გენგეგმა (1967, ლ. სუმბაძესთან, მ. მელიქიშვილთან, შ. ბაღაშვილსა და თ. წერეთელთან ერთად); მესტიის გენგეგმა (1973, ბ. გაბუნიასთან ერთად); ზუგდიდის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენგეგმა (1977, თ. ლომთაძესა და ზ. ჟვანიასთან ერთად); ექსპერ. მიკრორაიონი ბათუმში (1977, გ. გეგეშიძესთან, ნ. მაღლაკელიძესთან ერთად); ქუთაისის გენგეგმა (1978, ზ. ქურდიანთან, ნ. მიქაძესთან, ა. ლომთაძესა და თ. ლომთაძესთან ერთად); ქალაქ-კურორტის გაგრის გენგეგმა (1979, ნ. მიქაძესა და ე. ბაგრატიონთან ერთად).



გოშაძე

სოლომონ ესტატეს ძე [16 (28). IV. 1880, თელავი, – 11 (24). IV. 1908, იქვე], პოეტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თელავის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ – ბაქოს სპეც. საშ. სკოლაში. მისი პირველი ლექსი 1897 დაიბეჭდა "კვალში" (#47). გ. ი. ევდოშვილის სკოლის მიმდევარი პოეტი იყო. მან 1905–07 რევ. პერიოდში მიიქცია ყურადღება სამოქალაქო და პოლიტ. ხასიათის ლექსებით, რ-ებსაც აქვეყნებდა ფსევდონიმებით: "სოლ-გ-ძე" და "ს. განწირული". წერდა პიესებსაც. მისი პიესა "კიდევ ბნელა" (1901), ცენზურამ აკრძალა. რევ. საქმიანობისათვის გ. დაპატიმრებული იყო. 1900- იან წლებში ჩამოაყალიბა დრამ. დასი, რ-იც კახეთის რეგიონში სპექტაკლებს დგამდა. გ. მართავდა ლიტ. საღამოებს, ხოლო შემოსავალს საქველმოქმედო საქმეს ახმარდა.

თხზ .: ლექსები, ი. გრიშაშვილის რედ., ტფ., 1927.

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი გ., ნამცვრევი, «მეგზური», 1975, #3. გ . ჯავახიშვილი.