გოჩაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი, XVI ს. I ნახ. პოლიტიკური მოღვაწე, გოჩა ბატონიშვილის ძე. მონაწილეობა მიიღო ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ ერთ-ერთ შეთქმულებაში (1636), რისთვისაც როსტომმა შეიპყრო და თვალები დათხარა.

წყარო: ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ქართლის ცხოვრების გაგრძელება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. გ . ჯამბურია.



გოჩაშვილი

იორამ გიორგის ძე, XVII ს. II ნახ. პოლიტიკური მოღვაწე, ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი. მონაწილეობა მიიღო ვახტანგ V-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და ირანის შაჰის მეშვეობით ცდილობდა ქართლში გამეფებას. ამისათვის ვახტანგმა შეიპყრო, თვალები დათხარა და მამულები ჩამოართვა (1665–66).

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. გ. ჯამბურია.