გოჩაჯიხაიში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, ხონი – სამტრედიის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 80 , ხონიდან 8 კმ , სამტრედიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ . 1,0 ათ. მცხ. (2002). სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ (XVIII ს.) შედგენილ რამდენიმე რუკაზე.