გოჩა ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (გ. 1599), სამხედრო მოღვაწე, გიორგი IX-ის ძე, ქართლის მეფის სიმონ I-ის თანამებრძოლი, მეწინავე ჯარის ქვემო ქართლის სადროშოს სარდალი. თავი გამოიჩინა 1599 გორიდან ოსმალების განდევნისათვის ბრძოლაში, სადაც დაიღუპა. გ. ბ-ის შთამომავლებმა გოჩაშვილის გვარი მიიღეს (იხ. გოჩაშვილები ).

წყარო: გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ვ. გუჩუა.