გოჩიტაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეიმურაზ შალვას ძე (დ. 30. IX. 1946, სოფ. ბოდბე, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი), მეცნიერი სამთო მექანიკის, ენერგეტიკული რესურსებისა და მილსადენი ტრანსპორტის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1989), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი (1999), მინერ. რესურსების საერთაშ. აკად. წევრი (1997). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო გეოლ. ფაკ-ტი (1969) და ოქსფორდის ნავთობისა და ენერგეტიკული კვლევების კოლეჯი (1997). 1969 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკადემიის გ. წულუკიძის სახ. სამთო მექან. ინ-ტში, 1989-იდან მთ. მეცნ. თანამშრომელია. 1992-იდან ხელმძღვანელობს სამთო სატრანსპ. სისტემების ჯგუფს, არის საქართვ. ტექ. უნტის პროფესორი. 1994-იდან არის რამდენიმე საერთაშ. პროგრამის ექსპერტი სამთო მრეწველობასა და ენერგეტიკაში, 1996–2000 იყო საქართვ. პარლამენტის დარგობრივი ეკონ. კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. გ-ის ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება მაგისტრალური მილსადენი სისტემების საიმედოობისა და მოწყობილობათა ჰიდროაბრაზიული ცვეთის, სათბობი რესურსების ტრანსპორტირებისა და გამოყენების საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და გამოგონებისა, რ-თა მნიშვნელოვანი ნაწილი დანერგილია სხვადასხვა ქვეყნის სამრეწვ. ობიექტებში.

თხზ .: რეგიონალური სათბობ-ენერგეტიკული რესურსები და კასპიის ნავთობის სავარაუდო მარშრუტები, თბ., 1999; Напорные гидротранспортные системы (Справочное пособие), М., 1991 (თანაავტ.: Г. П. Дмитриев, Л. И. Махарадзе); Гидроабразивный износ оборудования гидротранспортных систем, Тб., 1992; Trends in developing theoretical and experimental investigations in studying hydroabrasive wearing processes, «Wear», Oxford, 1993, v. 162 −164.