გოცაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დ. გოცაძე

დავით ტოგოს ძე (16. X. 1953, ქუთაისი, –13. XI. 2008, თბილისი), ონკოლოგ-ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1992), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2004). 1970–76 სწავლობდა მოსკოვის ნ. პიროგოვის სახ. II სამედ. ინ-ტში; 1982–85 იყო რუსეთის საკავშ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყ-ბის მეცნ. მუშაკი. 1986-იდან მუშაობდა საქართვ. ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრის უროლოგიურ განყ- ბაში უფრ. მეცნ. თანამშრომლად, შემდეგ – განყ-ბის გამგედ; 2004-იდან იყო ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და უროლოგიური განყ-ბის კონსულტანტი. გ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია. მისი მოღვაწეობის სფეროა ონკო-უროლოგია, მცირე მენჯის რადიკალური და გაფართოებული ოპერაციების შემდგომი აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები.









გოცაძე

თ. გოცაძე
თ. გ ო ც ა ძ ე. "როცა ეპოქა დასრულდა დიდი – ილია ჭავჭავაძე". 1987

თეიმურაზ გიორგის ძე (დ. 25. III. 1941, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1989). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1964, 131 ა. ქუთათელაძის კლასი). 1971–83 მუშაობდა საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983–88 იყო თბილისის "მხატვრის სახლის" დირექტორი, ხოლო 1985–95 – საქართვ. მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 – საქართვ. სამუზეუმოსაგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" გენ. დირექტორი. 1994-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა თბილ. კულტურის სახელმწ. ინ-ტში (1996-იდან – პროფესორი). გ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ახ. ფორმებისა და გამომსახველობითი საშუალებების ძიება. მისი სურათები მრავალფეროვანია, აგების მხრივ – რთული, დეკორატიული. ძირითადი ნამუშევრები: "ლურჯა ცხენები", "დაბადება" (ორივე 1965), "ეფემერები" (1966), "ჩემი საუკუნე" (1980), "ჩემი თბილისი" (1987), სერია "ქართლის ცხოვრება" (11 სურათი, 1983), "მეტამორფოზა" (1989), "სულიერი საქართველო" (1991), "მოტაცებული მშვენიერება" (1999), "საქართველო – XX საუკუნე" (2002). შექმნა თანამედროვეთა (ო. ჭილაძე, 1973; მ. ჯანაშია, 1975; თ. ჩხეიძე, 1985) პორტრეტები, მონუმ. მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწ. ინ-ტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), "ფიროსმანი" (ახალგაზრდული ქალაქი, ყოფ. ბორის ძნელაძე, შავნაბადა, 1979), მართვის სისტემების ინ-ტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, 1980) და სხვ. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუიორკი, სან-დიეგო (1989), თბილისი (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). ი. ქარაია.







გოცაძე

ოთარ დავითის ძე (7. II. 1929, სოფ. ბიღა, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 12. III. 1993, თბილისი), გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985). 1951 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1951-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტში, 1973-იდან გარდაცვალებამდე იყო რეგიონალური სეისმოლოგიის განყ-ბის გამგე. გ-ის შრომებს, რ-ებიც ეხება კავკ. რეგიონის სეისმურობასა და სეისმურ რეჟიმს, ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდათ კავკასიაში სეისმოლოგიური კვლევის განვითარებისათვის. გ-ს დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. სეისმური სადგურების ქსელის ეფექტიანობის დადგენასა და განსაკუთრებით სეისმური ობსერვ. "თბილისის" დაარსებაში (1976). მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა კავკასიის მიწისძვრათა ს ა ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ო - ს ა ძ ი ე ბ ო კომპიუტერული სისტემა და საქართვ. ტერიტ. სეისმური დარაიონების ნორმატიული რუკა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდო.

თხზ .: Построение сейсмических линеаментов и оценка основных эффектов сейсмичности Кавказа, Тб., 1982; Карта сейсмического районирования территории Грузии, Тб., 1989 (თანაავტ.). ო. ვარაზანაშვილი.