გოცირიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე მიხეილის ძე [21. I(3. II). 1904, სოფ. ნუკრიანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 14. V. 1986, თბილისი], ფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1942), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1928). 1928–33 მუშაობდა უნ-ტის ფიზიოლ. კათედრაზე ასისტენტის, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე, 1933-იდან გარდაცვალებამდე – ქუთ. პედ. ინ-ტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლ. კათედრის გამგედ, შეთავსებით – პროფესიულ დაავადებათა და შრომის ჰიგიენის ინ-ტში ფიზიოლ. განყ-ბის გამგედ (1934–45). მუშაობდა ასევე გორისა (1942–50) და თბილ. პედ. (პუშკინის სახ.; 1950–53) ინ-ტებში. ეწეოდა სამეცნ.-ორგანიზაციულ მუშაობას ფიზიოლ. საკითხების პოპულარიზაციისათვის. 1955 დააარსა მოსკ. ბუნებისმეტყველთა საზ-ბის ქუთაისის განყ-ბა. ვ. ყენია.




სარჩევი

გოცირიძე არკადი ფილიპეს ძე

[11(23). XI. 1890, სოფ. წესი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 24. II. 1954, თბილისი], ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). 1915 დაამთავრა კიევის უნტის სამედიცინო ფაკ-ტი. 1931–36 იყო თბილ. ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინ-ტის დირექტორი, 1934–54 განაგებდა თბილ. სამედიცინო ინ-ტის ფსიქიატრიის კათედრას. იკვლევდა ბავშვთა ფსიქიატრიის საკითხებს, ნევროზებს, ფუნქციურ ნერვულ დაავადებებს, ფსიქოთერაპიის პრობლემებსა და სხვ. გ-მ შეიმუშავა მკურნალობის მეთოდი, რ-იც "გოცირიძის სიმპტომის" სახელით არის შესული ფსიქიატრიულ ენციკლოპედიაში. გ-ის სახელი მინიჭებული აქვს თბილ. ფსიქონევროლოგიურ დისპანსერსა და მის კოჯრის სტაციონარს.

თხზ .: Katharsis-ი ფსიქოთერაპიაში, ტფ., 1929; ძნელი ბავშვები, ტფ., 1935; ბავშვის თამაში, ტფ., 1936.



გოცირიძე გიორგი გიორგის ძე

გ. გ. გოცირიძე.

(14. XI. 1910, თბილისი, – 1. V. 1977, მოსკოვი), არქიტექტორი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1950, 1951). საბჭ. კავშირის გმირი (25. X. 1943). გვარდიის პოდპოლკოვნიკი. დაამთავრა თბილ. საინჟინრო-სამშ. ინ-ტი (1934), მოსკ. კომუნ. მეურნეობის აკადემია (1938). ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას მოსკოვში. II მსოფლიო ომის დროს საბჭ. არმიაში გაიწვიეს და სასწავლებლად გაგზავნეს ვ. კუიბიშევის სახ. სამხ.-საინჟინრო აკადემიაში. იბრძოდა სტალინგრადთან, მდ. დონთან. მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. 1968-იდან მოსკ. ოლქის მთ. არქიტექტორი იყო. მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია ცენტრ. აეროჰიდროდინამიკის ინ-ტის კომპლექსი, აკად. ა. ტუპოლევის ექსპერ. ბაზა (1951, 1953), მოსკ. ოლქის რ-ნული დაგეგმარების პროექტი (1973), ქ. მოსკ. საგარეუბნო ზონის დაგეგმარების პროექტი (1976). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი






გოცირიძე გიორგი დავითის ძე

[1 (13). XI. 1899, განჯა, აზერბაიჯანი, – 12. XI. 1959, თბილისი], ჩარხმშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1957). 1924 დაამთავრა თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტი. 1945–59 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის გამგე. გ-ის მიერ შემუშავებული ჩარხების ამძრავების კინემატიკური გაანგარიშების განზოგადებულ მეთოდსა და ფორმულებს იყენებდნენ სამეცნ.- კვლ. ინ-ტები, საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაციები და ჩარხსაშენებელი ქ-ნები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.



გოცირიძე დავით ზურაბის ძე

(დ. 30. III. 1952, თბილისი),ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1989), რუსისტთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1974). 1978 მუშაობა დაიწყო თსუ-ში. 1987–2006 იყო რუს. ენის კათედრის გამგე. 2006– 09 მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნტში; 2009-იდან მუშაობს თსუ- ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტზე სრულ პროფესორად. გ-ის სამეცნ. მოღვაწეობის სფეროებია: ზოგადი ენათმეცნიერება, კომუნიკაციის თეორია, ფ ს ი ქ ო ს ო ც ი ო ლ ი ნ გ ვ ი ს ტ ი კ ა , თარგმანის თეორია და ისტორია. მონოგრაფიისათვის "ნარკვევები რუსული გრამატიკული აზრის ისტორიიდან" (თანაავტორი – პროფ. გ. ხუხუნი) მიენიჭა ლენინგრადის სახელმწ. უნტის სამეცნ. პრემია (1984). არის რამდენიმე პროფ. სამეცნ. საზ-ბის წევრი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (სანქტპეტერბურგი, ნიუ-იორკი და ა. შ).

თხზ .: Очерки по истории русского и западноевропейского перевода, Тб., 1986; Принципы контрастивного исследования фразовых текстов, в кн.: Der Text und seine Struktur, Jena, 1990; Возрождение и Реформация в истории перевода и переводческой мысли, Тб., 1994; Русская лингвистическая мысль первой трети 20- ого века, Тб., 2000.



გოცირიძე ვიქტორ დავითის ძე

ვ. გოცირიძე.

[20. III (2. IV). 1910, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 22. III. 1995, თბილისი], ინჟინერგვირაბმშენებელი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961), საპატიო რკინიგზელი (1944), სოციალ. შრომის გმირი (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (1988). 1934 დაამთავრა მოსკ. საგზაო-საავტ. ინ-ტი. 1934–37 მუშაობდა მოსკ. მეტროპოლიტენის მშენებლობაზე შახტის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ – ცვლის უფროსად; 1937– 41 – თბილ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახ. განათლების განყ-ბაში მთ. ინჟინრად; 1941–46 – ამიერკავკ. ფრონტის შტაბის სამხ. მიმოსვლების უფროსის თანაშემწედ; 1946–52 – ამიერკავკ. რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, შემდეგ – ამავე სამსახურის უფროსად. 1952- იდან იყო "თბილმეტრომშენის " სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო 1957–87 – სამმართველოს უცვლელი უფროსი, 1987-იდან (პენსიაზე გასვლის შემდეგ) – ამავე სამმართველოს მთ. სპეციალისტი. გ. ითვლება თბილ. მეტროპოლიტენის ერთ-ერთ დამაარსებლად. მის სახელთან არის დაკავშირებული თბილ. მეტროპოლიტენის 27 კმ -იანი ხაზისა და 21 სადგურის მშენებლობა. გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე მრავალი საგზაო და სარკინიგზო გვირაბის (როგორც საქართველოში, ისე სამხრ. და ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებში), სოფ. მეურნეობის დანიშნულების რიგი მსხვილი ობიექტების, რკინიგზის ვაგზლების (სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე, ბორჯომი), ახმეტა–ომალოს საავტ. გზის, კოსმ. სხივების მაღალმთიანი სადგურის (ცხრაწყარო) მშენებლობაში, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კეთილმოწყობაში (1977; მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია, სხვებთან ერთად). ხელმძღვანელობდა აგრეთვე თბილ. რკინიგზის ვაგზლის, ფიზიკის ინ-ტის, რესპუბლიკის მოედნისა და მეტეხის გვირაბის მშენებლობას; მონაწილეობდა თბილისისა და ერევნის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. 1995– 2006 გ-ის სახელობის იყო მეტროპოლიტენის სადგური "დელისი", 2011-იდან კი მისი სახელი ეწოდა მეტროს სადგურ "ელექტროდეპოს". დ. გომართელი.



გოცირიძე ილარიონ დავითის ძე

ი. გოცირიძე.

[3(15). I. 1897, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 22. III. 1968, მოსკოვი], მშენებელი ინჟინერი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1947). 1929 დაამთავრა მოსკ. საინჟ.- სატრანსპ. ინ-ტი. 1929–33 მუშაობდა შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რკინიგზების მშენებლობაზე; 1933-იდან – მოსკ. მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, თავდაპირველად უბნის, შემდეგ – შახტის უფროსად. მისი ხელმძღვანელობით ააშენეს სადგურები «Красные ворота» და «Площадь Маяковского». 1937–38 იყო "მოსმრეწვმშენის" ტრესტის მმართველი, 1939-იდან – მოსკ. მეტრომშენის უფროსი, 1941–53 – სსრკ მიმოსვლის გზათა სახ. კომისრის (შემდეგ მინისტრის) მოადგილე, 1954–62 – სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილე. II მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში გ-ის ხელმძღვანელობით აღადგინეს და ააგეს მრავალი სარკინიგზო კომუნიკაცია. დიდია გ-ის ღვაწლი თბილ. მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების საქმეში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.








გოცირიძე ლეილა მიხეილის ასული

ლ. გოცირიძე.
ლ. გოცირიძე. კარმენი, ჟ. ბიზეს ოპერა "კარმენი".

(13. III. 1924, თბილისი, – 30. XI. 1998, მოსკოვი), მომღერალი (მეცო-სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1958). 1947 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). 1948–72 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შექმნა მრავალი შთამბეჭდავი ვოკალურ-სცენური სახე: ლატავრა (ზ. ფალიაშვილის "ლატავრა"), დარეჯანი (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), დედა (შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"), პოლინა (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), აზუჩენა, ამნერისი (ჯ. ვერდის "ტრუბადური", "აიდა"), კარმენი (ჟ. ბიზეს "კარმენი") და სხვ. გ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. მისი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა, დახვეწილი პროფესიონალიზმი. წარმატებით გამოდიოდა კამერულ კონცერტებზე. 1980- იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიასა და შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში. მ. გედევანიშვილი.






გოცირიძე მიხეილ გერასიმეს ძე

მ. გოცირიძე. "გულაბი-დული". 1968.

(8. XI. 1901, თბილისი, – 25. V. 1975, იქვე), სცენოგრაფი, კინოს მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1962). 1922–25 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში, 1923-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1925-იდან მხატვრად მუშაობდა თბილ. თეატრებში. გააფორმა სპექტაკლები: "უჩინმაჩინი", "ნატვრისთვალი", "ჩვენი ნაცნობები", "ორი რეკორდი" – მუს. კომედიის თეატრში; "რობინ ჰუდი", "სურამის ციხე", "ლადო კეცხოველი", "ნაცარქექია", "კომბლე" – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში და სხვ. 1929-იდან იყო დამდგმელი მხატვარი კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; გააფორმა ფილმები: "ბანაკი მთაში" (1930), "უდაბნო" (1932), "უჟმური" (1934), "მდინარის იქით" (1935), "ორი მეგობარი" (1936), "ქაჯეთი" (1936), "დაგვიანებული სასიძო" (1939), "გიორგი სააკაძე" (1942–43), "ქალის ტვირთი" (1957), "ორი ოჯახი" (1958) და სხვ. მუშაობდა დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში. ა. გვენცაძე.






გოცირიძე ნესტორ კონსტანტინეს ძე

(23. IX. 1913, ქუთაისი, – 1. VIII. 2007, თბილისი), ზოოტექნიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1985). 1935 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1949-იდან იყო მეცხოველეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. სამეცნ. და სასწ. ინ-ტების რეორგანიზაციის შემდეგ დანიშნეს საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-სამეცნიერო ინ-ტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლ. განყ-ბის გამგედ. 2002–05 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ზოოტექ.-სავეტერინარო უნტის რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე კონსულტანტ-პროფესორად. გ-მ გამოავლინა ადგილ. ჯიშების გენეტიკური შესაძლებლობანი. ექსპერიმენტულად შეისწავლა ძროხის მეგრული წითელი ჯიშის სარძეო-სახორცე პროდუქტიულობა, პირველმა დაადგინა საქონლის ქართ. ჯიშების სახორცე უნიკალური თვისებები. სომეხ., აზერბ. და დაღ. მეცნიერებთან ერთად გამოიყვანა ძროხის ახ. ჯიში "კავკასიური წაბლა" (1960). გ-ის ხელმძღვანელობით მომზადდა ქართვ. ზოოტექნიკოსთა კადრები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).

თხზ .: სანაშენე მუშაობა საქართველოს მესაქონლეობაში, თბ., 1962; რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1997. ნ. წივწივაძე.





გოცირიძე ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე

ნ. ს. გოცირიძე.
ნ. ს. გოცირიძე. გეურქა, ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში.

(16. II. 1872, თბილისი, – 30. VII. 1949, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1924). ეს წოდება მიენიჭა ერთ-ერთ პირველს ვ. აბაშიძისა და ვ. სარაჯიშვილის შემდეგ. 1893–1921 მუშაობდა მღებავად რკინიგზის დეპოში (თბილისი), იმავდროულად მოღვაწეობდა ავჭალის აუდიტორიაში , შემდეგ – თბილ. სახალხო სახლში. 1921 მიიწვიეს შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, 1930 – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში. გ. იყო ქართ. თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე. გამოირჩეოდა დიდი კომედიური ნიჭით, სცენური მომხიბვლელობით. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ვაჭარ-ხელოსანთა ტიპების განსახიერებით. მნიშვნელოვანი როლები: აკოფა, მაზუთიანი (ა. ცაგარლის "ხანუმა", "ციმბირელი"), გეურქა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), არშაკი (ნ. შიუკაშვილის "ამერიკელი ძია"), გიქო, გიჟმოზე (გ. სუნდუკიანის "პეპო", "დაქცეული ოჯახი"), ოსიპი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კოსტილევი (მ. გორკის "ფსკერზე"), პოლონიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ჟურდენი, ორგონი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", "ტარტიუფი") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

თხზ .: მოგონებანი, თბ., 1949.

ლიტ .: ბ უ ხ ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი გ., ნიკო გოცირიძე, თბ., 1972; გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი ი., ნიკო გოცირიძე, ტფ., 1934. გ. ბუხნიკაშვილი.









გოცირიძე ოთარ დავითის ძე

(15. X. 1919, ქუთაისი, – 7. III. 2010, მოსკოვი), საბჭოთა არმიის გენერალ- მაიორი (1966). 1941 დაამთავრა მოსკ. ნ. ბაუმანის სახ. მანქანათსამშენებლო ინტი, მუშაობდა იჟევსკის იარაღის ქ-ნაში მექანიზაციის ბიუროს უფროსად. 1951–53 იყო გაზ. "კომსომოლსკაია პრავდის" მთ. რედაქტორის მოადგილე, 1953– 54 – საქ. კპ ცკ-ის განყ-ბის გამგე, 1954–56 – მდივანი, 1956–63 – აფხ. კპ საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი და საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის თავ-რე, ხოლო 1970–89 – სსრკ საგეგმო კომიტეტის განყ-ბის ხელმძღვანელი. 1991– 2010 ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და პრეზიდიუმის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდ ოები. ლ. დოლიძე.