გოჭის ხუთშაბათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინაური საქონლისა და ფრინველის გამრავლებასთან დაკავშირებული ადრე- საგაზაფხულო დღეობა რაჭაში. იმართებოდა ყველიერის წინა ხუთშაბათს. სადღესასწაულოდ ნასუქ გოჭს დაკლავდნენ, საღამოს "განატეხს" (შესაწირავ პურს) გამოაცხობდნენ და საქონელს დალოცავდნენ.

ლიტ .: ს ო ხ ა ძ ე ა., ქართველთა უძველესი სარწმუნოებისა და მის გადმონაშთებთან ბრძოლის ისტორიიდან, თბ., 1964; Д ж а п а р и д з е Г., Народные праздники, обычаи и поверья рачинцев, «Сборник материалов для описания местностეй и племен Кавказа», в. 21, Тфл., 1896; П е р е в а л е н к о В., Гочис-Хучапати, «Кавказ», 1850, № 50. ა. სოხაძე.