გოჭოურის ბრძოლა 1623

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძოლა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანსა და იმერეთის მეფე გიორგი III -ს შორის. ლევან II დადიანის გაძლიერებით უკმაყოფილო გიორგი III ოდიშზე სალაშქროდ მოემზადა. ლევან II დადიანმა, რ-საც აფხაზთა და ჯიქთა ლაშქარიც ახლდა, გიორგი III-ს დაასწრო, იმერეთში შეიჭრა და გოჭოურასთან (ქუთაისის მახლობლად) სასტიკად დაამარცხა მეფე. გ. ბ-ის შემდეგ იწყება ლევან II დადიანის პოლიტ. უპირატესობა დას. საქართველოში.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ქ. ჩხატარაიშვილი.