გოხნარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოხნარის ეკლესია. XI ს. II ნახევარი.

სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ბედენის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბზისწყლის (ალგეთის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1350 , თეთრი წყაროდან 47 კმ. 47 მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, ქ. წალკისაკენ მიმავალი გზის პირას დგას დარბაზული ეკლესია. ადრე სამხრიდან მინაშენი ჰქონდა. შემოსილია ბაზალტის თლილი ფილებით. სამხრ. კარის ბალავრის ქვაზე ამოკვეთილ ვრცელ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულ ისტ. პირთა მიხედვით (ლიპარიტ ორბელიანი და მისი შვილები, რატი და იოანე), ეკლესია XI ს. II ნახევარშია აგებული. მის ირგვლივ სასაფლაოა. საფლავის მოზრდილ ქვებზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები, მშვილდები, სახნისები და სხვ. იხ. აგრეთვე სტ. გოხნარის ლოდოვანი.

ლიტ .: Т а к а й ш в и л и Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913. ი. ციციშვილი .