გოჯიაანები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თიანეთის ქვაბულში, მდ. ივრის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1140 , თიანეთიდან 4 კმ. 94 მცხ. (2002). სოფლის ჩრდ-ით დგას გვიანდ. შუა საუკ. ყველაწმინდის დარბაზული ეკლესია. სოფლის ზემოთ, ნასოფლარ იხინჭის ტერიტორიაზე დგას გვიანდ. შუა საუკ. მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია.