გოჯიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უ. გოჯიაშვილი.

უშანგი ივანეს ძე (4. XI. 1933, დაბა თიანეთი, – 2007, სოჭი), სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. კანდიდატი (1973), საქართვ. დამს. ინჟინერი (1976). 1957 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. 1957–65 მუშაობდა დონბასში (უკრაინა) შახტების მშენებლობაზე, 1965–86 – ენგურჰესის მშენებლობაზე. 1981– 86 იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს მთ. ინჟინერი, 1986–88 – საქართვ. საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე, 1988–97 – "თბილმეტრომშენის" გენ. დირექტორი, 1997–2000 – "თბილმეტრომშენის" უფროსის მოადგილე და "თბილმეტრომშენის" ეკატერინბურგის ფილიალის ხელმძღვანელი. 2000–03 მუშაობდა ქ. სოჭში #44 საგვირაბო რაზმის მთ. ინჟინრად. 2003-იდან იყო ამავე რაზმის მთ. ტექნოლოგი და გენ. დირექტორის მრჩეველი. 1988 მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1993 – საქართვ. სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). შ. ნემსაძე.