გრაიჩიუნასი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ონას (10. VI. – 1. VIII. 1994, ვილნიუსი), ლიტველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სამხ. ინჟინრის ოჯახში, ბავშვობის წლები თბილისში გაატარა. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1923- იდან. თბილისის სიყვარულით შთაგონებულმა პოეტმა არაერთი ლექსი უძღვნა საქართველოს ("თბილისს", "საქართველოს" და სხვ.). მრავალი წელი იმუშავა ვეფხისტყაოსნის თარგმნაზე, რასაც თვლიდა "სასიცოცხლო საქმედ", "მოვალეობად მეორე სამშობლოს – საქართველოს წინაშე". პოემა გამოვიდა 1971 (მეორე გამოცემა – 1984, ე. მეჟელაიტისის წინასიტყვაობით). თარგმნა ვაჟაფშაველას ლექსები და პოემა "გიგლია" (1973).

ლიტ .: Б о г о м о л о в И. С., ჩпаяны дружбой, Тб., 1987. ი. ბოგომოლოვი.