გრანიტოიდები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიღრმული სრულკრისტალური მჟავა ქანების საერთო სახელწოდება. გ-ის ერთერთი გავრცელებული სახესხვაობაა გ რ ა ნ ი ტ ი. იგი შედგება ორთოკლაზის ან მიკროკლინის, მჟავე პლაგიოკლაზის, კვარცის, ქარსისა და ამფიბოლის, იშვიათად, პიროქსენისაგან; თანაბარმარცვლოვანია ან პორფირისებრი, ზოგჯერ გნაისისებრ-ზოლებრივი. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ მაგმურ, მეტასომატურ, პალინგენეზისურ, ანატექსისურსა და სხვა სახეობის გრანიტებს. იყენებენ საშენ მასალად და შენობების მოსაპირკეთებლად, აგრეთვე მონუმ. ქანდაკებისათვის. საქართველოში გ. გავრცელებულია კავკასიონის ქედის ღერძულ ნაწილში (ზემო სვანეთი, ზემო რაჭა, დარიალის ხეობა), კავკასიონის სამხრ. ფერდობზე, იურულისწინა კრისტ. ფუნდამენტის შვერილებში (ძირულის მასივი, ხრამის მასივი, ლოქის მასივი). ვ. ჯავრიშვილი.