გრანჟე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Granger) ლუი (XVII ს.), ფრანგი მისიონერი, იეზუიტთა ორდენის წევრი. იგი 1614, სტამბოლში მოღვაწე საფრანგეთის ელჩის ხელშეწყობით, გამოემგზავრა სამეგრელოში კათოლიკობის გასავრცელებლად. მოგზაურობის ანგარიშში, რ-იც მან 1615 მოქვიდან იეზუიტების ორდენის გენერალს კლავდიო აკვავივას გაუგზავნა, აღწერილია შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ეთნ. შემადგენლობა სტამბოლიდან გურიამდე, ის ენები, რ-ზეც იმ დროს მეტყველებდა ეს მოსახლეობა; გურიისა და სამეგრელოს მთავრებთან შეხვედრები და ამ შეხვედრისას ადგილ. ფეოდ. და სას. არისტოკრატიასთან წამოჭრილი სასაუბრო თემები (უპირატესად სარწმუნოების საკითხებზე). აღწერილია აგრეთვე შეხვედრა დას. საქართველოში მყოფ კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან, რ-საც გ. "თებრიზ-ხანს" უწოდებს.

ლიტ .: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; П о л и е в к т о в М. А., Европейские путешественники XIII─ХVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935. გ. ჟორდანია.