გრატა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრატა.

(Emberiza),ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს ღია ლანდშაფტში (მთების მშრალი კალთები, ბუჩქნარი და სხვ.) მობუდარ ფრინველებს. ევროპაში, აზიასა და აფრიკაში გავრცელებულია ამ გვარის 39 სახეობა. საქართველოში გვხვდება მეფეტვია, ჩვეულებრივი გ., შავთავა გ., ბაღის გ., მთის გ. ისინი მიეკუთვნებიან მობინადრე და მობუდარ გადამფრენ ფორმებს. ლერწმის გ. აქ მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება. გ. სხვადასხვაგვარად შეფერილი ფრინველია, აქვს შედარებით გრძელი კუდი, საჭის ბოლო ბუმბულების კიდეები თეთრი ან თეთრკოპლებიანია. იკვებება მცენარეული (მარცვლოვნები) და ცხოველური (მწერები) საკვებით. რ. ჟორდანია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გრატა&oldid=2251-დან“