გრაფის ჩანაქცევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარსტული შახტი (მღვიმე) დასავლეთ საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის კირქვულ მასივზე, ზ. დ. 2200 სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ მასიურ კირქვებში. მღვიმე იწყება ვიწრო ნაპრალით, რ-იც ებმის მოზრდილ დარბაზს; გასწვრივ ჭრილში მღვიმეს აქვს საფეხურისებრი პროფილი. სიღრმე – 700 , დერეფნების ჯამური სიგრძე – 550 , მოცულობა – 14000 მ 3 . მღვიმეში არის შეუსწავლელი განშტოებები. შახტში სამი მოზრდილი ტბაა, გაედინება ნაკადული. ცალკეულ უბნებში ჭარბი ნგრევის მასალაა.

ლიტ .: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009. ზ . ტატაშიძე.