გრეგუარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Grégoire) ანრი (21. III. 1881, გიუი, – 28. IX. 1964, ბრიუსელი), ბელგიელი ბიზანტინისტი და სლავისტი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი. ბიზანტინოლოგიის დარგში საერთაშ. კონგრესების მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი. ჟურნალების "Byzantion“ და „Corpus bruxellense historiae Byzantinae“ დამაარსებელი და რედაქტორი. გ-ის ნაშრომთა უმრავლესობა ეხება ბიზანტიის წყაროთმცოდნეობის, პოლიტ. ისტორიის, ასევე ბერძნ. პოემის "დიგენის აკრიტასთან" დაკავშირებულ საკითხებს. გ-ის წერილი "ივერთა მონასტერი და ათონის მთის ქართველთა როლი" 1963 დაიბეჭდა " ბ ი ზ ა ნ ტ ი ნ ო ლ ო გ ი უ რ ი საზოგადოების წელიწდეულში", ხოლო მისი ქართ. თარგმანი ს. ყაუხჩიშვილმა გამოაქვეყნა. გ. "ბალავარიანის" ბერძნ. რედაქციის ავტორად ექვთიმე მთაწმიდელს მიიჩნევს და ამ ლიტ. ნაწარმოებს უმაღლეს შეფასებას აძლევს.

ლიტ .: ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973; Л е в ч е н к о М. В., A. Грегуар и его работы по византиноведению, «Византийский временник», 1950, т. 3. ნ. მიწიშვილი.