გრესელ-კოშუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალინა ალექსანდრეს ასული (12. IX. 1909, ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი, – 4. VIII. 2008, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1933). მონაწილეობდა (არქიტექტორ- დამპროექტებლად) თბილისში "დინამოს" სტადიონისა (1934–35) და მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალის (1935–36) დაპროექტების ბოლო სტადიაზე. ძირითადად მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტში" (1936–41; 1944–76) არქიტექტორად, პროექტის მთ. არქიტექტორად, არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ. ძირითადი განხორციელებული პროექტები: საბავშვო ბაღი ოზურგეთში (1948), საცხოვრ. სახლები თბილისში, ახმეტაში, კაჭრეთში; მდ. ლიახვის სანაპირო გორში (1948), სასტუმრო მესტიაში (1953), ავტოვაგზალი თბილისში (სანაპიროზე, 1954), საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სანატორიუმი გაგრაში (1970, გ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ს. კინწურაშვილი.