გრიბოედოვის თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სცენა სპექტაკლიდან "მელიები". რეჟისორი გ. ტოვსტონოგოვი.
გ რ ი ბ ო ე დ ო ვ ი ს თეატრი. პ. ლ უ ს პ ე კ ა ე ვ ი – ბორეიკო, სპექტაკლი "პორტ-არტური".
გ რ ი ბ ო ე დ ო ვ ი ს თეატრი. სცენა სპექტაკლიდან "ბარათები მკვდარი სახლიდან". რეჟისორი გ. ქავთარაძე.

თ ბ ი ლ ი ს ი ს ა. გ რ ი ბ ო ე დ ო ვ ი ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო რ უ ს უ ლ ი დ რ ა მ ა ტ უ ლ ი თ ე ა ტ რ ი, გაიხსნა 1932. დასაბამს იღებს პირველი რუსული პერიფერიული დრამ. თეატრიდან, რ-იც დაარსდა თბილისში 1845. XIX ს. 40-იან წლებში საქართველოში სცენისმოყვარეთა ცალკეული ჯგუფები რუს. ენაზე მართავდნენ წარმოდგენებს. შეიქმნა თეატრ. დასი, რ-საც სათავეში ჩაუდგა ა. იაბლოჩკინი. დასის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა სახელგანთქმული რუსი მსახიობი მ. შჩეპკინი. თბილისში, რ-იც კავკასიის კულტ. ცენტრს წარმოადგენდა, მუშაობდნენ რუს. თეატრის ცნობილი მოღვაწეები, ჩამოდიოდნენ აგრეთვე რუს. სცენის კორიფეები – მ. ერმოლოვა, გ. ფედოტოვა, მ. სავინა, ვ. კომისარჟევსკაია, ა. ლენსკი, ა. სუმბათაშვილიუჟინი, ვ. დავიდოვი და სხვ. 1915 თბილისში ჩამოყალიბდა "რუსეთის თეატრალური საზოგადოების ამხანაგობა" ("ტარტო"), რ-საც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი თეატრ. მოღვაწე ა. ტუგანოვი. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921-იდან) გახშირდა რუს. თეატრ. კოლექტივებისა თუ მსახიობთა ცალკეული ჯგუფების საგასტროლო მოგზაურობა (მოსკ. სამხატვრო თეატრი, მცირე თეატრი, ვ. მეიერხოლდის და კამერული, ე. ვახტანგოვის სახ. თეატრი და სხვ.), რითაც თბილისში რუს. სახელმწ. თეატრის დაარსების პირობები მომწიფდა. 1932 განათლების კომისარიატის დადგენილებით თბილისში ჩამოყალიბდა რუს. დრამ. თეატრი, რ-ის დასი შედგებოდა ყოფ. წითელი არმიის თეატრისა და რუსეთიდან მოწვეული მსახიობებისაგან. დასმა მუშაობა დაიწყო წითელი არმიის თეატრის შენობაში. პირველი სპექტაკლი, რ-იც მაყურებელს უჩვენეს, იყო მ. გორკის პიესა "ფსკერზე" (1932 წ. 3 ნოემბ.). წარმოდგენის დასადგმელად მიწვეული იყო ქართ. თეატრის რეფორმატორი რეჟ. კ. მარჯანიშვილი. 1935 თეატრს მიენიჭა ა. გრიბოედოვის სახელი. 1936 თეატრი გადავიდა ახ. შენობაში. თეატრის რეპერტუარში, რუს. და უცხოურ თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართვ. ავტორთა შემოქმედებასაც, რ-თაგან აღსანიშნავია სხვადასხვა დროს დადგმული შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ი. ვაკელის "დიდი მოურავი", ვ. დარასელის "კიკვიძე", ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი" და სხვ. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვით კ. შახ-აზიზოვს (დღიდან დაარსებისა 15 წელი ხელმძღვანელობდა თეატრს), სსრკ სახ. არტისტებს: გ. ტოვსტონოგოვს , დ. ანთაძეს , გ. ლორთქიფანიძეს, ნ. ბურმისტროვას; საქართვ. სახ. არტისტებს: თ. ბელოუსოვას , ნ. მარშაკს , ა. თაყაიშვილს , ს. ჭელიძეს , კ. მიუფკეს , დ. სლავინს , ი. რუსინოვს , ე. ბაიკოვსკის , ი. ზლობინს , ე. სატინას , ა. სმირანინს , მ. პიასეცკის , კ. დობჟინსკის, ა. ზაგორსკის, გ. ქავთარაძეს , გ. ჟორდანიას ; საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწეებს: ა. რუბინს, გ. ღვინიაშვილს, მ. ოლშანიცკაიას, რ. შაფთოშვილს, კ. სურმავას, ნ. გომელაურს და სხვ. 1958 თეატრმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ჩატარებულ ქართ. ხელოვნ. და ლიტ. დეკადაში. სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი", ნ. ვირტას "მიწა", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე", კ. გოლდონის "სასტუმროს დიაგადავისახლისი", ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი", ვ. ჰიუგოს "ერნანი", ო. დე ბალზაკის "დედინაცვალი", ა. კუპრინის "ორმო", ფ. ირაბლის "პიკნიკი", ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღი", ე. ზოლას "ტერეზა რაკენი", მოლიერის "ტარტიუფი", ა. ცაგარლის "ხანუმა", ბ. შოუს "ბედის რჩეული", მ. ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა", ა. კრისტის "ინგლისური დეტექტივი" და სხვ. 2011 დასის მსახიობები: მ. ამბროსოვი, მ. არჯევანიძე, ლ. არტიომოვა, ვ. ვოინოვა, მ. კიტია, ი. კვიჟინაძე, ა. კუბლაშვილი, ი. მეღვინეთუხუცესი, ო. მჭედლიშვილი, ს. ნათენაძე, ა. შენგელაია, ვ. ხარიუტჩენკო და სხვ. თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ა. ვარსიმაშვილი, მთავარი რეჟისორი – გ. მარგველაშვილი; რეჟისორები – ა. ენუქიძე, ვ. ნიკოლავა. 2005 თეატრმა იზეიმა დაარსებიდან 160 წლისთავი. თეატრს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

თეატრალური აფიშა.
სცენა სპექტაკლიდან "ორნი საქანელაზე".
სცენა სპექტაკლიდან "ქორწინება". რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი..
სცენა სპექტაკლიდან "სტუმარმასპინძელი" (ვაჟა-ფშაველას "სტუმარმასპინძელი"). რეჟისორი გ. ქავთარაძე.
სცენა სპექტაკლიდან "ოსტატი და მარგარიტა" (მ. ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"). რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი.