გრიგალათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის თემში (იმერეთის მხარე), მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფი ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. რიკოთულის (ძირულის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 600 , ხარაგაულიდან 48 კმ . 469 მცხ. (2002). გ. პირველად 1628 წერილობით წყაროშია მოხსენიებული. გვიანდ. შუა საუკუნეებში სოფელი ხეფინის ხევში შედიოდა.