გრიგალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალდემოკრატიული მიმართულების (მენშევიკური) ყოველდღიური გაზეთი. გამოდიოდა 1906 თბილისში გაზ. "ჩვენი ცხოვრების" ნაცვლად (რედ.-გამომცემელი – ე. ჩანტლაძე). გაზეთში უმთავრესად იბეჭდებოდა პოლიტ. სტატიები და მიმოხილვები. თანამშრომლობდნენ ლ. ნათაძე, ნ. აზიანი (დონდაროვა), დ. ონიაშვილი, ა. ჩხენკელი, ჭ. ლომთათიძე და სხვ. 16 ნომრის გამოსვლის შემდეგ გაზეთი დაიხურა გენ.-გუბერნატორის განკარგულებით. შემდეგ "გის" ნაცვლად გამოდიოდა გაზ. "ტალღა". ი. ლორთქიფანიძე.