გრიგოლაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის არკადის ძე (26. X. 1933, თბილისი, – 29. X. 1993, ქუთაისი, დაკრძალულია თბილისში), გენერალმაიორი (1993), მსახურობდა საბჭოთა არმიაში (პოლკოვნიკი). 1992-იდან მსახურობდა ქართ. არმიაში: ეროვნ. გვარდიის მთ. სამმართველოს შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ოპერატიული სამმართველოს უფროსი, 1993 ივლ-იდან – აფხ. ტერიტორიაზე მოქმედი I საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, კორპუსის მეთაურის პირველი მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით წარმატებით ჩატარდა მრავალი ოპერაცია. გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993). ლ. დოლიძე.



გრიგოლაშვილი

ზიგფრიდ შალვას ძე (დ. 15. VI. 1942, მცხეთა), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1992), სსრკ სპორტის ოსტატი (1963). 1965 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1969-იდან ეწეოდა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას თსუ-ში: იყო სახ. მეურნეობის დაგეგმვისა და ვაჭრობის ეკონ. კათედრის ასისტენტი, დოცენტი, იმავდროულად – კომერციისა და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1979–87), სასაქონლო მიმოქცევის ეკონ. და მარკეტინგის კათედრის პროფესორი (1991–2003). მისი სამეცნ. შრომები ეხება ვაჭრობის ეკონომიკის, ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებს. საქართვ. სამგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1962) და საკავშ. პრიზიორი (1964) ნიჩბოსნობაში.