გრიგოლეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის თემში (გურიის მხარე), გურიის დაბლობზე, შავი ზღვის ნაპირას, ზღვისპირა გზატკეცილზე. ზ. დ. 3 , ლანჩხუთიდან 25 კმ , სუფსიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ . 235 მცხ. (2002). გ. ადგილ. მნიშვნელობის ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა სუბტროპიკულია. იცის რბილი და უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 5,2°C) და ცხელი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 23,2°C). ნალექები 1770 მმ წელიწადში. ზამთარში ქრის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები. პლაჟს მთელ სიგრძეზე გასდევს წიწვოვანი ხეების ჭალა. ძირითადი სამკურნ. ფაქტორია ჰავა და წვრილმარცვლოვანი ქვიშის ფართო პლაჟი, რ-იც დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიტური რკინის ნაწილაკებს (მინერალი მაგნეტიტი). მაგნიტურ ქვიშას იყენებენ სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. კურორტზე მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი სასტუმროები და პანსიონატები. გ. უშვერიძე.