გრიგოლ განმანათლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(დაახლ. 239–326), სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი. ითვლება ქრისტიანობის გამავრცელებლად სომხეთში. სომხ. ეკლესიასა და მის მრწამსს, გ. გ-ის სახელის მიხედვით, გრიგორიანულსაც უწოდებენ. სომხ. ეკლესიაში დაწესებულია წმინდა გრიგოლ პართელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა მომენტის აღმნიშვნელი მოსახსენებელი დღეები. მასვე მიეწერება "ქადაგებანისა" და "ჟამისწირვის" ავტორობა. გ. გ-ის ცხოვრების ძირითადი წყაროა აგათანგელოსის "სომხეთის ისტორია", რ-მაც ჩვენამდე სხვადასხვა ენაზე და ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსიებით მოაღწია. გ. გ. იყო ძე ანაკ პართელისა, რ-მაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III-ის მამა ხოსრო. შურისძიების შიშით მცირე155 წლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტ. წესზე აღიზარდა. სომხეთში დაბრუნებულმა გრიგოლმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა, თრდატ IIIის ბრძანებით გ. გ. სასტიკად აწამეს და ხაროში ჩააგდეს. იგი "ღვთაებრივი სასწაულით" გადაურჩა სიკვდილს და ასევე სასწაულის ძალით სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა. მალე ქრისტიანობა სომხეთში სახელმწ. სარწმუნოებად გამოცხადდა (301 ან 315–316) და გ. გ. პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში. იქიდან დაბრუნებულმა გ. გ-მა დიდ სომხეთში დაამსხვრია წარმართული კერპები, ბრძანა ქრისტ. ეკლესიების აშენება და ეპისკოპოსები დაგზავნა მთელ სომხეთში. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ეპისკოპოსად აკურთხა თავისი ძე არისტაკესი, თვითონ კი განმარტოვდა დარანალის გავარის მანის ქვაბებში და იქვე აღესრულა. რამდენიმე წლის შემდეგ გ. გ-ის ცხედარი გადაასვენეს სოფ. თორდანში. აგათანგელოსის სახელით ცნობილი თხზულების ბერძნ. და არაბ. ვერსიების მიხედვით, გ. გ-მა სებასტიელ მღვდელს ირენარქე-იბირზხუას მისცა მიტროპოლიტობა და გამოგზავნა იბერიაში ეპისკოპოსების დასადგენად. ქართ. წყაროები ამ ცნობებს არ ადასტურებენ. მიუხედავად საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარი საეკლ. განხეთქილებისა, ქართ. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს გ. გ-ის კულტს, ვინაიდან მან იქადაგა "მართალი სარწმუნოება", რ-საც სომხებმა შემდეგ გადაუხვიეს. ძვ. ქართ. მწერლობაში დაცულია წმინდა გრიგოლისადმი მიძღვნილი საგალობლები, ხოლო ქართ. ენაზე შემონახული გვაქვს მის ცხოვრებასთან დაკავშირებული ან მასზე მიწერილი თხზულებები: "ცხორება წმინდა გრიგოლ პართელისაQ", "რიფსიმეანთა წამება" და "სარწმუნოებისათვს".

წყარო: ცხორებაΩ წმ. გრიგოლ პართელისა, ტფ., 1920; A g a t h a n g e l o s, History of the Armenians. Translation and commentary by R. W. Thomson, Albany, 1976.

ლიტ .: М а р р Н. Я., Крещение армян, грузин, абхазов, аланов св. Григорием, СПб., 1905. ზ. ალექსიძე. ნ. აფციაური.