გრიგოლ დიაკონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავარაუდოდ IV ს. ქართველი საეკლესიო მწერალი. "მოქცევაQ ქართლისაQს" მატიანის I ნაწილის _ "ქრონიკის" ავტორის ცნობით, გ. დ-ს დაუწერია "მოკლედ აღწერილი" "წიგნი ქართლის მოქცევისაQ", რ-შიც მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი იყო გადმოცემული. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით (ს. ყუბანეიშვილი – 1927, შემდეგ გაიზიარა კ. კეკელიძემ, რ. სირაძემ, ვ. გოილაძემ), გ. დ-ის დასახელებული თხზულება შემონახული უნდა იყოს "მოქცევაQ ქართლისაQ"-ს მეორე ნაწილის _ "ნინოს ცხოვრების" შატბერდული რედაქციის მე-14 თავსა ("აღმართებაQ პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისაQ და მერმე კუალად გამოჩინებაQ") და კლარჯულ მრავალთავში (ჭელიშური რედაქცია მეცამეტე თავით სრულდება). ამ ბოლო ხანებში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რადგან "ქრონიკის" ძირითადი ნაწილი ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანის თანადროულად, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში შექმნილ ნაწარმოებად მიაჩნიათ, სავარაუდოდ, "ქრონიკაში" დამოწმებული გ. დ-ის თხზულება "ქრონიკაზე" ადრე უნდა დაწერილიყო.

წყარო: კლარჯული მრავალთავი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თ. მგალობლიშვილმა, თბ., 1991.

ლიტ .: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., პირველი ქართული საეკლესიო თხზულება, «მნათობი », 2003, #5–6; ქართლის მოქცევა. ახალ ქართულზე გადმოღებული ტექსტი და ძველი ვერსიების რედაქცია ე. გიუნაშვილისა. მოკვლევა, მიმოხილვა და კომენტარები ვ. გოილაძისა, თბ., 2009; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ს ი რ ა ძ ე რ., "ნინოს ცხოვრება" და დასაწყისი ქართული მწერლობისა, «განთიადი», 1989, #3; მ ი ს ი ვ ე, უძველესი ქართული ნაწარმოები, წგ.: ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, I, თბ.,1992; ყ უ ბ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი ს., გრიგოლ დიაკონი და მისი თხზულება, «ლიტერატურული ძიებანი», II, თბ., 1945. ვ. გოილაძე.