გრიგოლ დოდორქელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ვ ა ხ ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი), XVII– XVIII სს. საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. დავითგარეჯის ლიტ. სკოლის აქტ. წევრი. მოღვაწეობდა დოდორქის მონასტერში. დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაΩ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაΩ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოΩსა მიერ ქალაქსა შირაზისასაΩ", რ-იც შემოგვინახა 1703–13 ხელნაწერმა (À-130). გ. დ-ს ეკუთვნის რამდენიმე საგალობელიც. ზოგ მათგანში შექებულია ქეთევან დედოფალი.

თხზ .: [წიგნში] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 5, თბ., 1981.

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; რ უ ხ ა ძ ე ტ., ახლად აღმოჩენილი "ცხოვრება და წამება ქეთევან დედოფლისა", « ლიტერატურული ძიებანი », V, თბ., 1949 (ახლავს ტექსტი); ქ ა ვ თ ა რ ი ა მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965; ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან XVII– XVIII სს., თბ., 1977. ი. ლოლაშვილი.