გრიგოლ მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ერისკაცობაში – გიორგი ალექსანდრეს ძე ც ე რ ც ვ ა ძ ე) (18. V. 1910, სოფ. ვაზისუბანი, ახლანდ. თელავის მუნიციპალი II. 1992), სასულიერო მოღვაწე. 1933–35 იყო სამხ. სამსახურში, რ-ის დასრულების შემდეგ 1950- მდე სწავლობდა შუამთის სამონასტრო სკოლაში. თხუთმეტი წელი იყო თელავის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნე. 1948 წ. 18 თებ. თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატე ს ლოცვაკურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. იმავე წლის 24 თებ. თბილ. წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს და თელავის წმ. გიორგის ეკლესიაში განაწესეს. 1954 წ. 1 იანვრიდან თელავის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელმსახური იყო. 1971 მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 1976 წ. 21 მაისს კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის კურთხევით აღიკვეცა ბერად და იმავე წლის 22 მაისს ეკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად. 1978 წ. 4 იანვ. გ. მ-ს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 1980 წ. 15 ოქტ. დაჯილდოვდა სკუფიაზე ჯვრის ტარებისა და მეორე პანაღიის ტარების უფლებით. დაკრძალულია ალავერდის ტაძარში.

ლიტ .: ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010. თ. მარგველაშვილი.



გრიგოლ მიტროპოლიტი

(ერისკაცობაში – გურამ გრიგოლის ძე ბ ე რ ბ ი ჭ ა შ ვ ი ლ ი) (დ. 18. VII. 1956, თბილისი), სასულიერო მოღვაწე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი. 1974–75 სწავლობდა კრივოი-როგის საავიაციო სასწავლებელში. 1985–88 იყო თბილ. წმ. დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე. 1988–90 სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, 1990–94 – თბილისის სას. აკადემიაში. 1989 წ. 14 ოქტ. ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხა დიაკვნად, ხოლო 1990 წ. 27 მარტს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და სოფ. ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში წინამძღვრად გაამწესეს. 1991 წ. ნოემბრიდან დაინიშნა აჭის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1991–95 ხელმძღვანელობდა ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებლად ერთწლიან საღვთისმეტყველო კურსებს. 1994 წ. 2 თებ. მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1995 წ. 30 მაისს დაინიშნა ოზურგეთის წმ. ნინოს 161 ახლად გახსნილი გიმნაზიის რექტორად. 1996 წ. 21 მარტს აღიკვეცა ბერად და 23 მარტს მიანიჭეს არქიმანდრიტის წოდება. 1996 წ. 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ილია IIის მიერ აღესრულა გ. მ-ის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად. 1996– 2003 საქართვ. საპატრიარქოში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილებას; 2003-იდან დღემდე არის საქართვ. სამოციქულო ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2003 წ. 7 სექტ. მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, 2007 წ. 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 2005–08 ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობის წარმომადგენლობით კომისიას განათლების საკითხებში. გ. მ-ს მიღებული აქვს საქართვ. სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ოქროს ორდენი (2007), სხვადასხვა საეკლ. ჯილდოები და სახელმწ. ჯილდო – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.