გრიგოლ ნოსელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ რ ი გ ო ლ ნ ი ს ე ლ ი (Grēgorios Nyssēs)(დაახლ. 335, კესარეა კაპადოკიისა, – დაახლ. 394, ნისა), ბერძენი საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. ბერძნ. პატრისტიკისა და კაპადოკიელ თეოლოგთა დიდი სამეულის (გ. ნ., მისი ძმა – ბასილი დიდი და გრიგოლ ნაზიანზელი ) გამოჩენილი წარმომადგენელი. გ. ნ-ის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ორიგენესა (ქრისტიანი თეოლოგი) და ნეოპლატონიზმის გავლენით, თუმცა ამავე დროს აკრიტიკებდა ერთსაც და მეორესაც. ცდილობდა თეოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მორიგებას. გ. ნ-მა დიდი გავლენა იქონია ქართ. კულტურაზე, როგორც უშუალოდ, ისე არეოპაგიტიკის მეშვეობით. მისი შრომები თარგმნეს დავით ტბელმა, ექვთიმე მთაწმიდელმა, გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ. ქართულად ნათარგმნ შრომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროისა და შესაქმის მიმართების საკითხი ("პასუხი ექუ¤სთა მათ დღეთათUს"), ასევე, ყველა ადამიანის არსებითი ერთიანობისა და ცხოვრების საზრისის საკითხები ("კაცისა შესაქმისათUს"). გ. ნ. იბრძოდა მონობის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

თხზ. : Opera, v. 1–8, Leiden, 1958–64; "კაცისა შესაქმისათUს", თარგმანი გიორგი მთაწმიდელისა, რ. მიმინოშვილის გამოც., კრ.: ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 3, თბ., 1972; [წიგნში] უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის "ექუ¤სთა დღეთაQსა" და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა "კაცისა აგებულებისათUს", ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1964.

ლიტ. : თ ე ვ ზ ა ძ ე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფია, თბ., 1966; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ჭ ე ლ ი ძ ე ე., წმიდა გრიგოლ ნოსელი და მისი თხზულება "პასუხი ექუ¤სთა მათ დღეთათUს" [გიორგი მთაწმიდელის თარგმანი], კრ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1989. გ. თევზაძე.