გრიგოლ ოშკელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

X ს. მწიგნობარი, მთარგმნელი. ზედწოდების მიხედვით ივარაუდება, რომ უნდა ყოფილიყო ოშკის ერთ-ერთი მოღვაწე. ეფრემ მცირეს ხელახლა უთარგმნია გ. ო-ის მიერ სომხურიდან თარგმნილი თხზ. "ევნომიანოსთა მიმართ და ღმრთისმეტყუელებისათUს", რ-ის მინაწერში ვკითხულობთ: "ლოცვა ყავთ, წმიდანო და ქრისტეს მოყუარენო, ეფრემისათUს თარგმანისა, რომლისა მიერ მეორედ ითარგმნა ესე საკითხავი, რამეთუ ნეტარისა გრიგოლ ოშკელისა მიერ სომხურისაგან თარგმნილი ესოდენ ვპოვე" (ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, A–292). ხელნაწ. ეროვნ. ცენტრის ერთ-ერთ ნუსხაში (A– 87) დაცულია თხზულება, რ-ის მთარგმნელად გ. ო. მოიხსენიება: "საკითხავი სამხილებელი არიანოსთა და ევნომიანოსთა ბოროტად უწესოებისაΩ, რომელნი იგი მოსწრაფე იყვნეს წვალებისაებრ თვსისა ცთომილად ღმრთისმეტყუელებად და წინაშე ურწმუნოთა საშჯელსა ჰყოფდეს მართლმადიდებელთა თანა და უღირსთა და ჭაბუკთა კაცთა მღდელად და ეპისკოპოსად ქელთა დაასხმიდეს და სხუასა მრავალსა უწესოებასა იქმოდეს, რომელთაცა ამხილა წმიდამან გრიგოლი". კ. კეკელიძის აზრით, გ. ო-ის თარგმნილი უნდა იყოს ამავე ნუსხაში დაცული გრიგოლ ღვთისმეტყველის კიდევ ერთი თხზულება – "ქებაΩ და შესხმაΩ ნეტარისა კესარიოს ძმისა თUსისაΩ, რომელი ესე თქუა ჟამსა მიცვალებისა მისისა".

ლიტ. : ა ბ უ ლ ა ძ ე ი., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX–X სს., თბ., 1944; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960. მ. ქავთარია.