გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 1992 წლის 4 აგვისტოს დაარსდა, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. 1996 აპრილიდან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოთხოვნით, უნტს მიენიჭა გ. რობაქიძის სახელი. უნ-ტის აკადემიური და კვლევითი შედეგები საზ. მოთხოვნებზეა ორიენტირებული. 2005-იდან გ. რ. ს. უ. თავის სასწავლო სტრატეგიას განსაზღვრავს "ბოლონიის პროცესის" პრინციპების შესაბამისად. 2002- იდან უნ-ტში დაინერგა საკრედიტო სისტემის მოდელი და უნ-ტი გადავიდა ევროპის კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე (ეკტს). საქართვ. განათლების სააკრედიტაციო ცენტრმა მას ორჯერ მიანიჭა აკრედიტაცია. გ. რ. ს. უ-ს აქვს იურიდიული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოც. მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის და მედიცინის ფაკ-ტები; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატ.-ტექ. ბაზა და უნ-ტის საგამომცემლო ცენტრი (სტამბა), სადაც ყოველწლიურად გამოიცემა პ რ ო ფ ე ს ო რ - მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ თ ა შრომები. უნ-ტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის სასწ.-კვლევითი და კრიმინოლოგიური კვლევითი ლაბორატორიები; სასამართლო ექსპერტიზისა და იურიდ. კლინიკები; ლინგვისტიკის სასწ. ცენტრი; სატელევიზიო შემოქმედებითი სტუდია; სტომატოლოგიური კლინიკა "ალმა-დენტი"; დევნილთა სოც. და სამედ. პრობლემების სამეცნ.- მეთოდური ცენტრი; ქსელური ადმინისტრირების ცენტრი. უნ-ტში აგრეთვე ფუნქციონირებს სამეცნ.- კვლ. ინ-ტები: ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა, კლინ. და ექსპერ. მედიცინის, შედარებითი სამართალმცოდნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტები; ღეროვანი უჯრედების კვლევის ლაბორატორია; ეკონომიკური განვითარების კლინიკა; აგრეთვე, უნ-ტის განვითარების საერთაშ. ფონდი. უნ-ტი 2002-იდან გადავიდა ორსაფეხურიან სწავლებაზე, ხოლო 2006-იდან – ფუნქციონირებს ბაკალავრიატი (4 წელი); მაგისტრატურა (2 წელი); დოქტორანტურა (3 წელი). 2010 წ. 1 იანვ-თვის სტუდენტების საერთო რაოდენობა შეადგენს: ბაკალავრიატი – 513; დიპლომირებული მედიკოსი – 102; მაგისტრატურა – 37; დოქტორანტურა – 20. უნ-ტში არის ბ-კა, რ-ის წიგნადი და ციფრული ფონდი შეადგენს – 17 702 ეგზემპლარს, მ. შ. – 14 454 სახელმძღვანელო. უნ-ტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს დამყარებული ევრ. და ამერიკულ ინ-ტებთან და ერთობლივი, ინტეგრირებული პროგრამების საფუძველზე აფართოვებს ცოდნის არეალს როგორც დისტანციური სწავლების გზით, ასევე პარტნიორ საგანმან. დაწესებულებებთან სტუდენტების მიზნობრივი გაცვლითა და საგანმან. პროგრამებში ჩართვით. ქ. კიტოვანი.