გრიგოლ I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის ეპისკოპოსი დაახლ. V ს. 20–30-იან წლებში. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ეპისკოპოსად იჯდა მეფე არჩილ I-ის დროს. მოხსენიებულია მხითარ აირივანეცის ქართლის ეპისკოპოსთა სიაში.

წყარო: ჯ უ ა ნ შ ე რ ი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მ ხ ი თ ა რ ა ი რ ი ვ ა ნ ე ც ი, ქრონოგრაფიული ისტორია, ლ. დავლიანიძე-ტატიშვილის გამოც., თბ., 1990. ზ. აბაშიძე.



გრიგოლ I

აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1639. ამ პერიოდის საბუთებში გ. I არსად არ იხსენიება. გელათის გულანის მიხედვით, გ. I კათოლიკოსად 1639 წლის რომელიღაც მონაკვეთში უნდა ყოფილიყო.

ლიტ .: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, თბ., 2000.



დ ი დ ი (Gregorius Magnus) (დაახლ. 540, რომი, – 12. III. 604, იქვე), რომის პაპი 590- იდან, ანციუსების ძვ. რომაელი პატრიციების გვარიდან. ატარებდა მოქნილ პოლიტიკას. საფუძველი ჩაუყარა პაპების საერო ხელისუფლებას და განამტკიცა პაპობის პრიმატი დასავლეთის ქვეყნებზე. დიდი დამსახურება მიუძღვის ლიტურგიის რეფორმაში. შექმნა გრიგორიანული ქორალი. გ. I-თვის წერილი მიუწერია ქართლის კათოლიკოს კირიონ I-ს. შემონახულია პაპის საპასუხო წერილი (მ. თამარაშვილის აზრით, იგი 596 უნდა იყოს დაწერილი). როგორც ჩანს, კირიონ I-ს გ. I-თვის ნესტორიანული მწვალებლობის (იხ. ნესტორიანობა ) გამო მიუმართავს. გ. I-ის "დიალოღონი" 1011 ქართულად უთარგმნია ექვთიმე მთაწმიდელს. გ. ჟორდანია.