გრიგორაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. გრიგორაშვილი.
გ. გ რ ი გ ო რ ა შ ვ ი ლ ი. მეფე ბორისი, მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი".

გრიგოლ მაქსიმეს ძე (18. VII. 1905, ქუთაისი, – 12. VI. 1962, თბილისი), მომღერალი (ბანი). საქართვ. სახ. არტისტი (1958). 1928 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკტი, 1928–33 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში (პროფ. ვ. ქაშაკაშვილის კლასი). 1934-იდან თბილ. საოპერო სტუდიის, ხოლო 1936-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის სოლისტი იყო. გ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, ძლიერი, ყველა რეგისტრში თავისუფლად მჟღერი ხმა, გამოირჩეოდა მაღალი სცენური ოსტატობით. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი პარტია, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), ენგიჩარი, აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილის "ლატავრა", "აბესალომ და ეთერი", "დაისი"); მახრების მეფე (ა. ბუკიას "დაუპატიჟებელი სტუმრები"), როსტევანი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), მეწისქვილე (ა. დარგომიჟსკის "ალი"), კოჩუბეი (პ. ჩაიკოვსკის "მაზეპა"), მეფე ბორისი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს "ფაუსტი"), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი") და სხვ. გადაღებულია კინოფილმ "ჯურღაის ფარში" (1944; სსრკ სახელმწ. პრემია, 1950). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.






გრიგორაშვილი

მ. გრიგორაშვილი [მაიკლ გრეგორი ( მ ა რ ჯ ვ ნ ი დ ა ნ პირველი)] თავის შექმნილ ბიპლანთან "გრეგორ

მ ა ი კ ლ გ რ ე გ ო რ ი (Michael Gregory) მიხეილ ლეონტის ძე (6. II. 1888, ქ. დერბენდი, დაღესტანი, – 1953, ქ. ტრენტონი, კანადა), ავიაკონსტრუქტორი, რუსეთის ავიაციის პიონერი, აშშ და კანადის საავიაციო მრეწველობის ერთ-ერთი შემქმნელი. 1913 დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინტი. სწავლის პერიოდში პრაქტიკა გაიარა საფრანგეთში, სადაც 1911 დაამთავრა ლ. ბლერიოს სასწავლებელი. იყო რუსეთის ერთ-ერთი პირველი მფრინავი სპორტსმენი, სრულიად რუსეთის საიმპერატორო აეროკლუბის ერთერთი ორგანიზატორი (1908) და საავიაციო მრეწვ. ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსეთში. 1915–18 გ. მოღვაწეობდა პეტერბურგში, რ. მელცერის ფ-კაში, სადაც შექმნა და წარმოებაში დანერგა საკუთარი კონსტრუქციის საჰაერო ხრახნები, რ-ებიც ტექ. მონაცემებით ბევრად სჯობდა საზღვარგარეთულ ნიმუშებს. 1918 გ. დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში და მუშაობა დაიწყო გზათა სამინისტროში ინჟინრად. 1921 გაემგზავრა აშშში. თავდაპირველად მუშაობდა როდ-აილენდის შტატის ერთერთ პატარა ფირმაში საჰაერო ხრახნების კონსტრუქტორად, შემდეგ ქ. დეიტონის (აშშ) საჰაერო სამსახურის სამეცნ.-კვლ. და საფრენ-გამოსაცდელ ცენტრში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1926 მან მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა და შეიცვალა გვარი გრეგორად. 1928–32 სხვებთან ერთად დააარსა ფირმა "ბერდ ეარკრაფტ კორპორეიშნი" და მისი მთ. კონსტრუქტორი იყო. აქვე მისი კონსტრუქციით შექმნეს და სერიულად გამოუშვეს ბიპლანების – "ბერდების" რამდენიმე მოდელი. 1934 დააარსა ფირმა "გრეგორ ეარკრაფტ" და ააგო თვითმფრინავი GR-1. 1936 იგი კანადაში მიიწვიეს, სადაც ააწყო FDB-1 ბიპლანი. 1940 იგი მიიწვიეს მთ. კონსტრუქტორის მოადგილედ ფირმა "ჩეიზ ეარკრაფტ კორპორეიშნში", სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. აქ ცნობილ რუს ინჟინერ მ. სტრუკოვთან ერთად შექმნა მრავალი სატვირთო- სადესანტო პლანერი და თვითმფრინავი, რ-თა შორისაა სადესანტო მოიერიშე თვითმფრინავი ჩ-123 ("პროვაიდერი"). გ. ავტორია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელ-ბიპლანისა "გრეგორ FDB-1". გ. ქებურია.