გრიგორიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. გრიგორიანი.

მიხეილ კარაპეტის ძე (დ. 2. X. 1940, თბილისი), სომეხი რეჟისორი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1984). 1959-იდან მუშაობს თბილ. ს. შაუმიანის სახ. სომხ. სახელმწ. დრამ. თეატრში მსახიობად. საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკტის დამთავრების შემდეგ (1965) სხვადასხვა დროს მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად და მთ. რეჟისორად თბილისის სომხურ სახელმწ. დრამ. თეატრში. გ-ის საუკეთესო დადგმები: ნ. ზარიანის "მშვენიერი არა", ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან", გ. სუნდუკიანის "ხათაბალა", ა. შირვანზადეს "ავი სული", ვ. ჰიუგოს "ანჟელო", ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!", ნ. მაკიაველის "მანდრაგორა", ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი", ევრიპიდეს "მედეა" და სხვ. სპექტაკლები დადგა აგრეთვე თბილ. სანკულტურის (ც. სოლოდარის "ერთი დღე აგარაკზე"), ზუგდიდის შ. დადიანის სახ. (ე. მ. რემარკის "უკანასკნელი გაჩერება"), ჭიათურის ა. წერეთლის სახ. (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა") და სხვ. თეატრებში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). შ. ცუცქირიძე.






გრიგორიანი

სერგო ვართანის ძე (21. I. 1921, თეთრი წყარო, – 4. X. 1943, სოფ. ანოვკა, დნეპროპეტროვსკის ოლქი), სამედიცინო სამსახურის გვარდიის ლეიტენანტი, საბჭ. კავშირის გმირი (20. XII. 1943). იზრდებოდა საქართველოში. სწავლობდა თბილ. ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში. 1942- იდან საბჭ. არმიის რიგებში იყო მსროლელთა ბატალიონის სანიტარული ოცეულის მეთაური. გმირულად დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქში, სოფ. ანოვკასთან გამართულ ბრძოლაში. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.