გრიგორ დარანაღცი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ რ ი გ ო ლ დ ა რ ა ნ ა ღ ე ლ ი (კ ა მ ა ხ ე ლ ი) (1576, სოფ. კამახი, არზრუმის მახლობლად, ახლანდ. თურქეთი, – 1643, როდოსთო, ბულგარეთი), სომეხი ისტორიკოსი. განათლების მისაღებად, სამოღვაწეოდ თუ თავშესაფრის ძიებაში მოიარა ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა. მის თხზულებათაგან აღსანიშნავია "ჟამთააღმწერლობა", რ-იც მოიცავს 1018–1640 ამბებს. თხზულების I ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული სელჩუკთა და ოსმალთა ისტორია 1595- მდე, II ნაწილში დაწვრილებით არის მოთხრობილი ოსმალთა იმპერიის ისტორია (1595–1640) მეჰმედ III-იდან მურად IV-მდე. მასვე ეკუთვნის ამავე პერიოდის სომეხთა საკათოლიკოსოების ისტორია. "ჟამთააღმწერლობაში" არის ცნობები საქართველოს შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ცნობა ქართლის მეფე სიმონ I-ის ოსმალთა ტყვეობაში ყოფნის შესახებ. გ. დ. ამ ამბების მომსწრე ყოფილა, თვითონ უნახავს სიმონ მეფე იედიყულეს ციხეში. ზ. ალექსიძე.