გრივი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვ. გრივი.

ვლადიმერ დიმიტრის ძე (10. X. 1959, ფოთი, – 25. II. 1999, თბილისი), ინჟინერ-მეტალურგი. 1981 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალურგიის ფაკ-ტი ლითონმცოდნეობის სპეციალობით. 1981–84 მუშაობდა ტაგანროგის მეტალ. კომბინატში, 1984-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. ტექ. უნ-ტში მეტალ. ფაკ-ტის მასალათა თვისებების სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიაში უფროს მეცნ. თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები და მიღებული აქვს საავტორო მოწმობები მაღალმტკიცე ლეგირებული ფოლადების მიღებასა და მათგან სანავთობე მილების დამზადების ტექნოლოგიებზე. 1993 სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია "1975–90 წლებში ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შ ე მ უ შ ა ვ ე ბ ა - დ ა ნ ე რ გ ვ ი ს ა თ ვ ი ს საწარმოო ციკლში ფოლადი – მზა პროდუქცია". შ. ნემსაძე.







გრივი

მარცვლეულის საწყაო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. XV ს-მდე გავრცელებული იყო საქართველოშიც. იტევს დაახლ. 100 კგ მარცვლეულს. იხ. აგრეთვე მეტროლოგია ისტორიული.

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973. გ. ჯაფარიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გრივი&oldid=2403-დან“