გრილპარცერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფ. გრილპარცერი.

(Grillparzer) ფრანც (15. I. 1791, ვენა, – 21. I. 1872, იქვე), ავსტრიელი მწერალი. ვენის მეცნ. აკად. წევრი 1847-იდან. ვენისა და ლაიფციგის უნ-ტების საპატიო დოქტორი (1859), ვენის საპატიო მოქალაქე (1864). ვენის მეცნ. აკადემიამ 1875 დააარსა გ-ის სახ. პრემია; 1890 შეიქმნა "გრილპარცერის საზოგადოება". გ-ის მსოფლიოში გახმაურებული ტრაგედიებიდან ჩვენთვის საყურადღებოა "ოქროს საწმისი" (1818–21), რ-იც შედგება 3 ნაწილისაგან: "კეთილი სტუმარი", "არგონავტები" და "მედეა". პიესა დაწერილია თავისუფალი ლექსით. ტრილოგიაში მწერალმა წინ წამოსწია თქმულებები არგონავტებზე, მითები და ლეგენდები ოქროს საწმისზე, ისტ.- მითოლ. ამბები კოლხეთის შესახებ. პიესა მრავალჯერ დაიდგა სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენაზე. მისი პრემიერა შედგა ვენაში 1821 (25. III) და ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. XX ს. 20-იანი წლებიდან ეს პიესა ხშირად იდგმებოდა გერმანულენოვანი ქვეყნების თეატრებში.

თხზ. : საბრალო მუსიკოსი, თბ., 1983; ოქროს საწმისი, თბ., 1987.