გრიქუროვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე სტეფანეს ძე (დ. 5. I. 1951, ცხინვალი), სპორტსმენი (ძალოსნობა), მწვრთნელი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1992). მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, რეკორდსმენები კ. კახიაშვილი და გ. ასანიძე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი შიმონ კოლეცკი და ბრინჯაოს პრიზიორი ანჟეი ცოფალაკი (პოლონეთი). არის ღირსების ორდენის კავალერი (2000).