გრიციკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიუდმილა ვასილის ასული (დ. 19. III. 1946, ქ. ანდრუსოვკა, ჟიტომირის ოლქი, უკრაინა), უკრაინელი ქართველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1993). 1969 დაამთავრა კიევის სახელმწ. უნ-ტის ფილოლ. ფაკტი. სწავლის პერიოდში (1967– 69) მოვლინებული იყო თსუ- ში ქართ. ენისა და ლიტ-რის შესასწავლად. 1973 დაამთავრა ასპირანტურა და მოიპოვა ფილოლ. მეცნ. კანდიდატის, შემდეგ კი – დოქტორის ხარისხი ქართ.-უკრაინული ლიტ. ურთიერთობის სფეროში. სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ მ ც ო დ ნ ე ო ბ ი ს კათედრას კიევის უნ-ტში და შედარებითი კვლევის განყ-ბას უკრაინისმცოდნეობის ინ-ტში, 167 სადაც ქართ. ენისა და ლიტ-რის შესწავლასა და ქართ.-უკრაინული ლიტ. ურთიერთობათა კვლევას დიდი ყურადღება ეთმობოდა. კითხულობდა ქართ. ლიტ-რის ისტორიის კურსს კიევის უნტში, აქვეყნებდა შრომებს ქართ. ლიტ-რისა და უკრაინულ-ქართ. ლიტ. ურთიერთობების შესახებ. ნათარგმნი აქვს ქართვ. მწერლების თხზულებები უკრაინულ ენაზე. ავტორია ნაშრომებისა: "გრიგოლ აბაშიძის შემოქმედება" (1975), "ნოდარ დუმბაძე და მისი გმირები" (1977), "ირაკლი აბაშიძე" (1979), "ნოდარ დუმბაძის პროზა" (1983) და სხვ. თარგმნა გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა" (1972), ლ. მრელაშვილის "იყალთოელი ბიჭები" (1975), ნ. წულეისკირის "თუთარჩელა" (1977), ხალხ. ზღაპარი "მზის ასული" (1977) და სხვ. დაჯილდოებულია საქართვ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელითა (1979) და ი. ჯავახიშვილის მედლით (1993). ო. ბაქანიძე.