გრუ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალგორის მუნიციპალიტეტის (მცხეთამთიანეთის მხარე) სოფლების ზემო გრუსა და ქვემო გრუს გავრცელებული სახელწოდება. გ. ისტ. მატიანეებში იხსენიება, როგორც გრუი, გრუა. მატიანის "ძეგლი ერისთავთას" (XIV ს.) მიხედვით, VI ს-ში ცხრაძმისხეველნი იბრძოდნენ გრუელთა წინააღმდეგ, რ-ნიც ქსნისხევში შედიოდნენ. "მატიანე ქართლისა" (XI ს.) გადმოგვცემს, რომ 975 წლის მახლობლად კახელებს დაუტყვევებიათ მეფე გურგენი , მისი ძე ბაგრატი და დედოფალი გურანდუხტი. დავით III კურაპალატმა გაათავისუფლა ისინი და დაიბრუნა მიტაცებული ციხეები, გარდა წირქოლისა და გრუისა. როგორც ჩანს, ეს ციხეები კარგა ხანს დარჩა კახეთის ხელში და XI ს. დასაწყისში ბაგრატ III-ს კვლავ უხდება მათ დასაბრუნებლად ბრძოლა. ლიტ. იხ. სტ-თან გ რ უ ი. ჯ. გვასალია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გრუ&oldid=1036-დან“