გრუზინ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Грузин), რუსულ ენაში დამკვიდრებული ქართველების აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინი.

მომდინარეობს აღმოსავლურ ენებში (კერძოდ, სპარსულში, არაბულსა და სირიულში) გავრცელებული ქართველების აღმნიშვნელი სახელწოდებისაგან – "გურჯი" (სპარს.), "ჯურჯი" (არაბ.) და "გურზი" (სირ.). მეცნიერთა აზრით, შესაბამისი აღმოსავლური სახელწოდებებიდან წარმოქმნილი და უკვე XIV ს. დასასრულს რუს. საისტორიო წყაროებში ნახსენები ქართველების აღმნიშვნელი ტერმინი "გურზი" თანდათანობით ტრანსფორმირდა "გრუზად" და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტერმინებად – "გ." და "გრუზია" (საქართველო). "გ-ის" სპარს.-არაბულიდან მომდინარეობის შესახებ პირველად აღნიშნა პლ. იოსელიანმა 1844. იგივე მოსაზრება გამოთქვა ფრანგმა ქართველოლოგმა მ. ბროსემაც თავისსავე გამოცემულ "საქართველოს ისტორიის" (1858; ფრანგულ ენაზე) შესავალში. რუს. "გ-ის" აღმოსავლური ("გურჯ", "ჯურზ", "გურზ") წარმომავლობის შესახებ წერდა ნ. მარიც 1905 გამოქვეყნებულ ნაშრომში. საგანგებოდ ჩატარებული მეცნ. კვლევა-ძიების შედეგად იმავე დასკვნამდე მივიდნენ ს. ჯანაშია, გ. წერეთელი, კ. წერეთელი, იუსტ. აბულაძე და გ. პაიჭაძე. დღეისათვის არსებული მოსაზრება ზემოაღნიშნული რუს. ტერმინის (ისევე როგორც ახ. ევროპული Georgian და Georgian) სპარს.-არაბ.-სირიული წარმომავლობის შესახებ გაზიარებულია სხვა ევრ. ქართველოლოგებისა და აღმოსავლეთმცოდნეების მიერაც (გ. დეეტერესი , კ. თუმანოვი, დ. [[[ლანგი]] , ჟ. გარიტი , შ. კანიუიე). ტერმინი "გ." (ისევე როგორც "გრუზია") რუს. ენის მეშვეობით გავრცელდა როგორც უკრაინულ და ბელორუსულ, ასევე დანარჩენ სლავურ ენებშიც. ეს ტერმინები იხმარება ყოფილ სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ არასლავურ რესპუბლიკასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში (იაპონია, ისრაელი და სხვ.).

ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე იუსტ., ტერმინ "გურჯის" ეტიმოლოგიისათვის, აკად. ნ. მარის სამეცნიერო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1934; ბ რ ო ს ე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, ტფ., 1895; წ ე რ ე თ ე ლ ი გ., საქართველოს ირანულ სახელწოდებათა ისტორიისათვის, კრ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური ტერმინოლოგია, თბ., 1993; წ ე რ ე თ ე ლ ი კ., "ქართველისა" და "საქართველოს" აღმნიშვნელი ტერმინები არამეულსა და ებრაულში, იქვე; ჯ ა ნ ა შ ი ა ს., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. 3, თბ., 1959; И о с е л и а н и П. И., Различные наименования грузин, «Журнал Министерства внутренних дел», Тфл., 1844, VI; М а р р Н. Я., Крещение армян, грузин и аланов святым Григорием (арабская версия), «Записки Вост. отделения императорского Русск. археол. об-ва», т. 16, СПб., 1905; П а й ч а д з е Г. Г., Название Грузии в русских письменных исторических источниках, Тб., 1989; B რ ო ს ს ე ტ M., Hისტოირე დე ლა Géორგიე დეპუის ლ'ანტიქუიტé ჯუსქუ'აუ XIX სიèცლე, შPბ., 1858.

გ. გ. ლორთქიფანიძე.