გრუზინსკაია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანა ალექსანდრეს ასული (17. VIII. 1763, მოსკოვი, – 12. X. 1842, იქვე), მეფე ბაქარის შვილიშვილი. გენ. ბ. გოლიცინის ცოლი. მან წარუდგინა ჭაბუკი პ. ბაგრატიონი თავად გ. პოტიომკინს. ბოროდინოს ველზე დაჭრილი პ. ბაგრატიონი გოლიცინების მამულში გადაიყვანეს და იქ ანას მზრუნველობით მკურნალობდნენ, გარდაცვალების შემდეგ გ-ს დარჩა ბაგრატიონის საველე კანცელარიის დოკუმენტების ერთი ნაწილი. დაკრძალულია რუს. კულტურის ცნობილ ცენტრში – სერგის უდაბნოში (ახლანდ. ვლადიმირის ოლქი). ფ. სიხარულიძე.